22, ოქტომბერი 2021 15:51:00
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ავრცელებს ფეისბუქ მიმართვას, სადაც მის სასამართლოში გაყვანას მოითხოვს.
"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა