ძალადობა, დამცირება, მუქარა და იძულება. საუბარია ბათუმში მომხდარ ინციდენტზე. მე-8 კლასის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ჯერ სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ერთმა მეორე მიტოვებულ შენობაში დაიბარა. სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა და საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოხსენიება აიძულა. მჩაგვრელმა ფაქტი მობილურით გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. უყურადღებობა, არასრულწოვნების მიმართ გულგრილობა თუ სისტემური პრობლემა? თეო ფუტკარაზე გიამბობთ.
ეს ვიდეო მაგალითია იმისა, რომ სკოლებში სისტემური პრობლემაა, რაც სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველწლიურად ხვდება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ შემზარავ ფაქტს წინ, ძალადობის მსხვერპლის მიმართ, კიბერბულინგი უძღოდა, დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. კადრებში ჩანს, რომ მე-8 კლასის მოსწავლეებმა თანატოლს სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. შემზარავი ფაქტი, ბათუმის, ერთ-ერთ უფუნქციო რესტორანში მოხდა. ინციდენტი მოძალადეებმა, მობილურით გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს.
სკოლა რომელშიც მოძალადეები სწავლობენ, უმძიმეს ფაქტს ადასტურებს. დირექტორი პასუხისმგებლობას იხსნის და თავს იმით იმართლებს, რომ შემთხვევა სასწავლო დაწესებულებასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა. ვიდეოში, სავარაუდოდ, 3 გოგო მონაწილეობს ორი მათგანი ერთიდაიმავე საჯარო სკოლის მოსწავლეა. დაზარალებულის ოჯახმა შსს-ს უკვე მიმართა.
სასწავლო დაწესებულებაში, სადაც ბულინგის მსხვერპლი სწავლობს ამბობენ, რომ გოგონას რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა, რის გამოც საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდა. შესაბამისად შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ. პედაგოგებს არასრულწლოვანის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგეს. აქ ამტკიცებენ, რომ შესაბამისი შეტყობინება არ დაფიქსირებულა, წინაღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულს, სათნადო დახმარებას გაუწევდნენ.
შემთხვევას ბავშვების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაც გამოეხმაურა. „იალქანში“ ამბობენ, რომ სკოლებში ბულინგისა და აგრესიის ფაქტები ხშირია. თიკო აბაშიძის თქმით, ხშირად სასწავლო დაწესებულება, აგრესორ მოსწავლეებსა და ჯგუფურ შეკრებებზე არ რეაგირებს. მისივე შეფასებით, აუცილებელია, სოციალური მუშაკები, მოსწავლეებთან ერთად, კონსულტაციებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებთანაც ატარებდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. გამოკითხულია, როგორც არასრულწლოვნები, ასევე მათი მშობლები.