25, ოქტომბერი 2021 21:26:00
წეროვნის საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი იწვის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.