28, ოქტომბერი 2021 14:14:00
„მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ“ - ამ შინაარსის შემცველ განცხადებას „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ ავრცელებს. ხელმომწერი მედიკოსები იმ მულტიორგანულ გართულებებზე აქცენტირდებიან, რაც შესაძლოა ექსპრეზიდენტს განუვითარდეს და რასაც მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პოზიციით, მკურნალობის პროცესში, აუცილებელია სხვადასხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევაზე ხელმისაწვდომობა.