29, ოქტომბერი 2021 14:11:00
„გაიცანი აჭარა ანბანით“ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კრეატიული საშემოდგომო კამპანია დაიწყო. სპეციალურად შექმნილ ვიდეორგოლებში, ანბანის მიხედვით, აჭარის 33 ძირითადი ტურისტული ადგილი, პროდუქტი, ღირსშესანიშნაობა და აქტივობაა წარმოჩენილი. რეგიონის პოტენციურ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო ადგილები მოინიშნონ და მოინახულონ. იგეგმება ტურისტული რუკით აპლიკაციიის შექმნაც, რომელზეც 33 ლოკაცია იქნება მონიშნული.