30, ოქტომბერი 2021 08:15:00
პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრის მე-2 ტურში ხმა უკვე მისცა. მან საკუთარი პოზიცია ვაკის საარჩევნო ოლქის 59-ე საარჩევნო უბანზე, 54-ე სკოლაში დააფიქსირა.
კახა კუჭავამ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან ღიად თქვა, რომ ხმა "ქართული ოცნების" კანდიდატს - კახი კალაძეს მისცა.
"რა თქმა უნდა ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლი და ვთვლი კიდეც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის თუ რას აპირებს კახი მომავალი 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ კიდეც მის გამარჯვებაში", - თქვა კუჭავამ.