25, აგვისტო 2017 22:05:00
,,ღამის სერენადები“ ბათუმში წელს უკვე მეცხრედ გაიმართება. კონცერტები 26,28 და 29 აგვისტოს ჩატარდება. ფესტივალის მონაწილეებმა რეპეტიცია გაიარეს. მევიოლინე ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტის და დირიჟორის რანგში წარსდგება. ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი. უცხოელ სტუმრებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობას მიიღებს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ,,Global Art“.