01, ნოემბერი 2021 14:30:00
სამდღიანი შეზღუდვის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღადგინა. ოკუპირებული გალიდან საქართველოს ტერიტორიაზე ენგურის ხიდის გამშვები პუნქტის გავლით გამოსვლა მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების გამო, ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა.