02, ნოემბერი 2021 13:28:00
ხანძარი ქედაში. სოფელ ზუნდაგაში ორსართულიანი სახლი დაიწვა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ.
გაჩენილმა ცეცხლმა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დააზიანა.
შემთხვევისას, სახლში მხოლოდ ოჯახის 1 წევრი იმყოფებოდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს გამოძიება.