04, ნოემბერი 2021 12:10:00
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე საშვთან" დაკავშირებული ინიციატივა განიხილა. თამარ გაბუნიას განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისივე განცხადებით, გადაწყდა, რომ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება.
საბჭომ განიხილა წინადადებები, რაც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "მწვანე საშვის" გამოყენების წესთან დაკავშირებით, ამ საკითზე კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, იმისთვის რომ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები. გარკვეული საკითხები დაზუსტდება და საბჭო შეიკრიბება", - თქვა თამარ გაბუნიამ