04, ნოემბერი 2021 15:08:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები მალევე აღიარებენ, საქართველოში არსებულ კოვიდ QR კოდებს. გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ თემაზე შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ და შეთანხმებასაც მალევე მიაღწევენ.
„ჯანდაცვის სამინისტროს IT სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ. მე როგორც ვიცი, დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მიუერთდეს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.