05, ნოემბერი 2021 10:55:00
მკვლელობა წყალტუბოში. სოფელ ოფშკვითში, ახალგაზრდა კაცი ნათესავმა მოკლა. სავარაუდოდ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
გარდაცვლილი 33 წლის კაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.