08, ნოემბერი 2021 10:09:00
ხულოში, სოფელ ღურტაში ხოზრევანიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული.
ადგილობრივთა ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.
ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.. მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და სათანადო დახმარებას გაუწევს.