08, ნოემბერი 2021 17:05:00
ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების ორი საზღვაო ხომალდი, შემოვიდა. ნავსადგურში, დახვედრის ცერემონია გაიმართა. ვიცე ადმირალის, იუჯინ ბლექის თქმით, ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის მტკიცე ურთიერთობას. ცნობისთვის, „მაუნთ უიტნი" საქართველოში სულ 5-ჯერ შემოვიდა, ერთ-ერთი ვიზიტი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით განახორციელა.