10, ნოემბერი 2021 13:48:00
სუს-ის შენობათან ოპოზიციის აქციაზე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსები. პოლიციელები მათ თავისუფლების აღკვეთის მიზეზებს არ უხსნიან და მანქანებში ძალის გამოყენებით სვამენ. პიკეტირების მცდელობა არ ყოფილა, თუმცა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა, ჟურნალისტს უთხრა, რომ შეკრებილები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რადგან იკრძალება სახელმწიფო შენობების ბლოკირება. ძალოვანები საუბრობენ მათ მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზეც, რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი. აქციის მონაწილეებს აკავებენ მედიასთან ინტერვიუს დროსაც.