10, ნოემბერი 2021 14:33:00
შიმშილობიდან მერვე დღის შემდეგ, "დორას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას, სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ჟურნალისტებთან საუბრისას ხოშტარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დმძიმებაზე საუბრობს.
"ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ახლა ჩემი შიმშილობის რეჟიმი არის ასეთი და იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, შევძლო შიმშილობა, ვიბრძოლო და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, "დროას" ლიდერი უკვე, მე-8 დღეა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. იგი პარლამენტის შენობაში იმყოფება.