11, ნოემბერი 2021 17:04:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან გადაინაცვლეს. მომიტინგეებს ადგილზე საქართველოს დროშები და ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "თავისუფლება მიშას!", "შეწყდეს პოლიტიკური შურისძიება", "ყველა ერთისთვის" და სხვა. ადგილზე პოლიციელების მასშტაბური მობილიზებაა.