16, ნოემბერი 2021 14:34:00
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყო. პროექტებს, სფეროების მიხედვით, შესაბამისი სამსახურები წარადგენენ. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 252 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლიდან 20 მილიონი ლარი ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამოიყოფა. 20-30 მილიონი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდება. 2 მილიონით იზრდება ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნება.