16, ნოემბერი 2021 19:05:00
იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია. რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა სააკაშვილს, რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა მისი მიწოდება ვერ უზრუნველყო. მინისტრი ირწმუნება, რომ გლდანის დაწესებულებას სრული რესურსი აქვს იმისთვის, რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი და შემდგომი რეაბილიტაცია უზრუნველყოს.