19, ნოემბერი 2021 14:12:00
მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ რეანიმატოლოგმა განაცხადა. მისი ცნობით, ექსპრეზიდენტის ჯანრმთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მას დამატებითი კვლევები უტარდება. ექს-პრეზიდენტი პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშაა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა მასთან შეხვედრისას გონება დაკარგა, წაიქცა და ოთახიდან საკაცით გაიყვანეს.