25, ნოემბერი 2021 21:53:00
„ქართული ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებები გასაკვირი აღარ არის. რამდენად გადსნაწილდება გაღატაკებულ მოსახლეობაზე, მათივე გადასახადებით, ბიუჯეტში შესული თანხები, თბილი კაბინეტებიდან და მაღალი ბანერებიდან გადმომყურე ჩინოვნიკები წყვეტენ. წინასაარჩევნო დაპირებებს არ იშურებენ და ბიუჯეტის დამტკიცებაც, თითქოს, საჭირო პრიორიტეტების მიხედვით ხდება, თუმცა, რეალურად სად მიდის ხალხის ფული, ამოუხსნელი რჩება. ბოლო არჩევნების შედეგად, ქალაქის მმართველობას, კვლავ, არჩილ ჩიქოვანი შეუდგა. მაშინაც, როცა 2020 წელს, მომავალი წლის ბიუჯეტს, განიხილავდნენ, სადავეები „ოცნებას“ ებარა. ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მმართველი პარტიის უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულომ, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ერთხმად დაამტკიცა. მოდი, ვნახოთ სად წავიდა 151 მილიონი ლარი?
სანიაღვრე სისტემებს მოვაწესრიგებთო და ყოველი გაწვიმებისას, ბათუმი, თორნიკე რიჟვაძის საოცნებო ხელოვნურ კუნძულს ემსგავსება. მოდი გავაგრძელოთ „ოცნების“ ისტერიული დაპირებებისა და რეალობის კონტრასტის მოსმენა-დანახვა.
რა სარეკრეაციო სივრცეები, რა სარეაბილიაციო სამუშაოები და რა 80 მილიონი? უმეტესი ადგილი, სადაც ბავშვები უნდა ერთობოდნენ ან თამაშობდნენ, განადგურებულია..
რამდენად რეალურად გეგმავს ქალაქის მმართველობა ხსენებული პროექტების განხორციელებას, გაუგებარია. ფაქტია, რომ ამისთვის 1 წელი უკვე ჰქონდათ, თუ გასულ 8 წელსაც არ ჩავთვლით. 2020 წელს, ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცეს და კამერების წინაც მოიწონეს თავი.
აქ უკვე 16 მილიონი ახსენეს. ჯანდაცვის სფეროს განვითარება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დახმარება სჭირდებაო. თუმცა, გაჭირვებული ხალხისთვის, კვლავ, არაფერი შეცვლილა. ისევ, საჭირო მედიკამენტების გარეშე, სახელმწიფოს დახმარების მოლოდინში, პანდემიით დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, კიდევ ბევრი ადამიანი რჩება. რასაც, გასული 1 წლის განმავლობაში, „მაცნეს“ მიერ მომზაზდებული რეპორტაჟებიც ცხადყოფს. სამაგიეროდ, ჩინოვნიკებმა, სამომავლოდ, ამდენი საქმე გვაქვს გასაკეთებელიო და გასულ წელს ხელფასები ასე გადაინაწილეს:
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი – 30 700 ლარით
ჯანდაცვის სამინისტროში – 165 200 ლარით
სოფლის მეურნეობის სამინისტროში – 3 600 ლარით
კამერების წინ, მითუმეტეს თუ არჩევნებია, კარგ სიტყვებსა და გულუხვ დაპირებებს არ იშურებენ. „ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ ამას შევცვლით, ქვეყანას წინ წავიყვანთ და აბა ჩვენ ვიცით.“