01, დეკემბერი 2021 12:25:00
დღეიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს და ტარიფი ერთი ლარი და 15 თეთრი იქნება.
გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.