05, სექტემბერი 2017 14:02:00
„ევროკავშირის სამართალი და ევროპული ინტეგრაცია“ - საზაფხულო სკოლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 5 დღის განმავლობაში ქართველი და უცხოელი სტუდენტები მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, თურქეთიდან, ასევე რუმინეთიდან შემდეგ თემებზე გაივლიან სწავლებას: „უმცირესობათა უფლებების დაცვის ჩარჩო ევროკავშირის სამართალში“, „ფუნდამეტური უფლებების ევროკავშირის ქარტია“ , „ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია და შიდა კონსტიტუცია“ და სხვა. ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად ავსტრიიდან, ლიტვიდან და უკრაინიდან მოწვეული პროფესორები ატარებენ. საზაფხულო სკოლა წელს მეხუთედ ტარდება და მას აჭარის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. მიზანი აჭარის რეგიონის ევროკავშირის სამართლის სწავლების ტრადიციულ ცენტრად ქცევაა.