06, სექტემბერი 2017 17:03:00
ბათუმში ქვიშის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. 6-დან 9 სექტემბრის ჩათვლით საქართვლოს, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის და თურქეთის 8 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ტურნირის პირველ დღეს ორი თამაში გაიმართება. ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრები ფოთის გუნდს შეხვდება, ხოლო სტამბულის ნაკრები აჭარის გუნდს დაუპირისპირდება. საერთაშორისო ტურნირი ბათუმში მე-8 წელია მიმდინარეობს.