07, სექტემბერი 2017 14:07:00
უამინდობის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ ზედა სამებაში. აქ მიწის მასა დილის საათებში ჩამოიშალა. რამდენიმე საათით ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეფერხდა. ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმოამდგენლები იმყოფებოდნენ, მძიმე ტექნიკის მეშვეობით საავტომობილო გზა მიწის მასისგან განთავისუფლდა. მეწყერი განვითარდა სოფელ ჯოჭოშიც, სადაც სტიქიას მოსახლეობსითვის მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის შტაბი.