11, სექტემბერი 2017 14:04:00
ბათუმის ,,ქალთა ოთახში“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2018 წელს დაგეგმილი პროგრამების პროექტები განიხილეს. მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო სექტორს და დაინტერესებულ პირებს მომავალი წლის გეგმები და ახალი პროგრამების პროექტები გააცნო. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. სამინისტროს 2018 წლის პრიორიტეტები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფაა.