11, სექტემბერი 2017 17:02:00
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორებმა 16 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი წარადგინეს. შეხვედრის მონაწილეებმა ტერორისტული აქტი დაგმეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს.