09, იანვარი 2017 05:10:00
ბათუმელები და საზოგადოება „ბათომის“ წევრები ბათუმის #1 სასპორტო სკოლის შენარჩუნების მოთხოვნით, დღეს მასშტაბურ შეკრებას გეგმავენ. საზოგადოების მოთხოვნაა სპორტსკოლის მთავარი შენობის შენარჩუნება. მოსახლეობა სხვა სპორტული დარბაზების დანგრევასაც ეწინააღმდეგება, ვიდრე ალტერნატიული სპორტული კომპლექსის მშენებლობა არ დასრულდება. საზოგადოების წარმომადგენლები პეტიციას მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენენ. ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.