15, სექტემბერი 2017 14:12:00
ტრადიციულად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერი მე-5 საჯარო სკოლას ეწვია. გიორგი ერმაკოვმა მშობლიური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ,,სკოლა ის ურთულესი გზაა, რომელიც ყველა მოზარდმა ღირსეულად უნდა განვლოს“ - ამბობს ბათუმის მერი. ნომერ 5 საჯარო სკოლაში სულ ათას 100 ბავშვი ირიცხება.