18, სექტემბერი 2017 14:03:00
ქვეყნის მასშტაბით დღეს საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მიმდინარე წელს ბათუმში 31 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 7 510 აღსაზრდელი ირიცხება. სააღმზრდელო პროცესს განახლებული შენობით და ინფრასტრუქტურით შეხვდა ბათუმის მეთორმეტე ბაღი. რეაბილიტაციის შემდეგ გაიზარდა ჯგუფების რაოდენობა. გამოიცვალა ინვენტარი, მოწესრიგდა ოთახები და ეზო. ბაღი 245 აღსაზრდელზეა გათვლილი. რეაბილიტირებული ბაღი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერეს.