28, იანვარი 2017 11:25:00
რეგიონში არამდგრადი ამინდი სამი დღე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, თოვა ხვალამდე გაგრძელდება. მთაში ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ დასავლეთის ქარიც. ტემპერატურა კი ხუთ გრადუსამდე დაეცემა. აჭარის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა იქნება. უამინდობასთან დაკავშირებით აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება დღის განმავლობაში არ შესულა.