19, სექტემბერი 2017 14:04:00
აჭარის მთავრობა ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე დღეს განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობა 8 ოჯახისთვის სარეზერვო ფონდიდან 459 000 ლარს გამოყოფს. ბათუმის მერის განცახდებით, დაზარალებულთა კონპენსირების საკითხი ოჯახების ჩართულობით განისაზღვრა. თემასთან დაკავშირებით ვრცლად ჩვენს შემდგომ გამოშვებაში.