19, სექტემბერი 2017 16:04:00
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 21 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგიც დაამტკიცეს. სესიაზე 5 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. მათ შორის კომისიების 10 თვის მუშაობის ანგარიში. ასევე იმსჯელებენ გრანტების შესახებ საკანომდებლო ცვლილებებზე. გარდა სესიის დღის წესრიგის შედგენისა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს. ასევე განიხილეს „ნაციონალური მოძრაობის“ მოხსენება საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც პოლიციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობდა. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ინიციატივა კომისიებმა ფინანსური დაუსაბუთებლობის გამო არ განიხილება.