19, სექტემბერი 2017 16:02:00
სსიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელემ სადაოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმები გახადა, რომლებითაც საგადასახადო ორგანოებს აქვთ უფლებამოსილება, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს იპოთეკის ან ყადაღის აკრძალვა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ერთ შემთხვევაში აკრძალვის გამოყენება შესაძლოა მოხდეს იმგვარად, რომ გადამხდელს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარებული არ ჰქონდეს, იპოთეკის განცხადების კანონიერებას კი არც სასამართლო იკვლევს, რითაც ირღვევა საკუთრების უფლება. მეორე შემთხვევაში კი საგადასახადო ორგანო ჯერ ყადაღას ადებს გადამხდელის ქონებას და საბანკო ანგარიშებს და მხოლოდ შემდგომ მიმართავს სასამართლოს. გადამხდელი კი, რომელიც არ აღიარებს დავალიანების ქონას, პროცესებში ვერ ერთვება და შესაბამისად ვერ წარადგენს მტკიცებულებებს, რითაც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. სარჩელს არსებითად მეორე კოლეგია განიხილავს. მოპასუხე საქართველოს პარლამენტია.