20, სექტემბერი 2017 14:07:00
აჭარაში მიმდინარე წელს ციტრუსის 60 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ნარინჯისფერი რთველისთვის მზადება სამინისტროში უკვე დაწყებულია. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ახალი ბაზრის ათვისება არ იგეგმება. რაც შეეხება მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოებს, წელსაც რეგიონში 3 დიდი და 40-მდე მცირე საწარმო იმუშავებს. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებას, 2017 წლის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი. სეზონის გამართულად წარმართვისთვის სამინისტრო მეორედ საერთაშორისო ფორუმის გამართვას გეგმავს. შეხვედრაში მონაწილეობას ევროპის და აზიის მსხვილი იმპორტიორები მიიღებენ. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მოსავალი მიმდინარე წელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო გზით გავა. საერთაშორისო ფორუმი 28-დან 30 სექტემნბრის ჩათვლით გაიმართება.