20, სექტემბერი 2017 14:05:00
შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირს ბრალი ედება ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში, პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებაში. ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება.