20, სექტემბერი 2017 14:04:00
„სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. მასში 2014, 2015, 2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე ჩარიცხული 112 სტუდენტი მონაწილეობდა. საკონკურსო კომისიამ პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები კონკურსის გზით, აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით გამოავლინა - პირველი საფეხურის 91 და მეორე საფეხურის 21 გამარჯვებული სტუდენტი. ქვეპროგრამა სწავლის საფასურის როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს.