20, სექტემბერი 2017 14:03:00
აჭარის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყო. ოლიმპიადა მეშვიდედან მე-9- კლასის მოსწავლეებისთვის ექვს საგანში ჩატარდება. ესენია : ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. რაც შეეხება რუსული ენის სექტორის მოსწავლეებს მათთვის ოლიმპიადა ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში რუსულ ენაზე ჩატარდება. რეგისტრაცია 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. საგნობრივი ოლიმპიადა აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. საგნობრივი ოლიმპიადისთვის 50 ათასი ლარია გათვალისწინებული.