20, სექტემბერი 2017 20:01:00
აბას კიაროსტამის ბათუმში ვიზიტი - დამთვალიერებელმა ბათუმის ხელოვნების ცენტრში ირანელი კინოდოკუმენტალისტისა და ფოტოგრაფის სეიფოლა სამადიანის ფოტონამუშევრები იხილა. ირანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ბათუმში 2010 წელს „საავტორო ფილმების ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი“ს "ბიაფის" ფარგლებში იმყოფებოდა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო სეოფოლიას მიერ გადაღებული 5 წთ-იანი ფილმი სადაც ასახულია ბათუმში აბას კიაროსტამის მოგზაურობა. ირანელი კინორეჟისორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტონამუშევრების ნახვა მსურველებს 24 სექტემბრამდე შეეძლებათ.