28, იანვარი 2017 11:21:00
მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებული საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეს დააჯილდოვეს. ოლიმპიადის მე-15 საშემოდგომო სეზონის გამარჯვებულებს, სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცა. მესამედან მეექვსე კლასის ჩათვლით სულ 40 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, აჭარიდან წარმატებულ მოსწავლეებს შორის არიან, საქართევლოს მასშტაბით გამარჯვებულებიც.