29, იანვარი 2017 11:27:00
ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე თოვლს რამდენიმე ერთეული ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად წმენდდა. ნაწილობრივ იწმინდებოდა ტროტუარებიც. საჭიროების შემთხვევაში, როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. უხვი ნალექის შედეგად, 6 მაისის პარკში, ასევე, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ხეებს ტოტები მოტყდა. ქალაქის თვითმართველობაში აცხადებენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში დამატებით ტექნიკას კერძო პირებისგან დაიქირავებენ. ბათუმის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზიც, მოქალაქეებმა პრობლემის არსებობის შემთხვევაში 27 26 06-ზე უნდა დარეკონ.