29, იანვარი 2017 11:23:00
უხვი ნალექის გამო, ბათუმის ქუჩებში შეზღუდვებით გადაადგილდებოდა მუნიციპალური ავტობუსებიც. შესაბამისად მოძრაობისას დაირღვა ინტერვალი. მიზეზი რამდენიმე გაუწმენდავი ქუჩა გახლდათ, სადაც ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარობს. მუნიციპალური ავტობუსები მთელი დღის განმავლობაში შემოვლით გზით მოძრაობდნენ. შპს „ბათუმიდ ავტოტრასპორტის“ ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ თუკი გზების გაწმენდა დროულად მოხდება, მათი მხრიდან ტრანსპორტს შეფერხება არ შეექმნება.