29, იანვარი 2017 11:22:00
შეფერხებით მუშაობს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური. შედეგად სანაგვე ურნების ნარჩენებისგან დაცლა დროულად ვერ ხერხდება. დიდთოვლობის გამო, კონტეინერებთან მისვლა უჭირს სპეც-ტექნიკას. ამ ეტაპზე ბათუმს შვიდი ერთეული ნაგავმზიდი ემსახურება. როგორც სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, ურნების სრულყოფილად დაცლა ორი დღის განმავლობაში მოხერხდება.