29, იანვარი 2017 11:21:00
იმის გამო, რომ ბათუმის ქუჩებში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია, შეზღუდვით მუშაობდნენ ტაქსის კომპანიები. როგორც „ტაქსი+“-ის ხელმღვანელმა განაცხადა, რომ მათი ავტომობილები, ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობდნენ. ე.წ ჭაობის დასახლებაში მცხოვრებთ კი ვერ ემსახურებიან. გადაადგილება უჭირთ შპს „ნიუ ტაქსის“ მძღოლებსაც. აქ განმარტეს, რომ გზებზე შექმნილი მდგომარეობის შედეგად, მათ დამატებითი საწვავის ხარჯვა მოუწიათ, ამიტომ ისინი დღეს მრიცხველის გარეშე მოძრაობდნენ, მგზავრებთან შეთანხმებული ტარიფით.