29, იანვარი 2017 11:20:00
ამ დროისთვის რეგიონის 2 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიოეწოდება. შუქის გარეშეა დარჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე აბონენტი, ქობულეთის მაღალმთიანი სოფლები და ბათუმში, ადლიისა და ანგისის დასახლება. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის უფროსმა განაცხადა, გარკვეულ სოფლებში სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. რაც შეეხება ბათუმს, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად როდის აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგია ჯერჯერობით უცნობია.