30, იანვარი 2017 08:24:00
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ბათუმის ბულვარში. წაქცეულია ათობით ხე, დამტვრეულია ტოტები. მიუხედავად ამისა, ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზარალი უმნიშვნელოა და მცენარეებს თოვლის საფარისგან ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით წმენდენ. მცენარეებს თოვლისგან ამ დროისთვის მხოლოდ ბულვარის 60-მდე თანამშრომელი ათავისუფლებს. ადმინისტრაცია საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს.