04, ოქტომბერი 2017 14:09:00
"როცა ჩავთვლი საჭიროდ მაშინ ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს" - ასე უპასუხა "TV 25" -ის პირდაპირ ეთერში სამწლიანი მუშაობის შეჯამების შეთავაზებას ბათუმის მერმა. გიორგი ერმაკოვი არ აკონკრეტებს როდის იქნება მზად ღია ეთერში მოსასვლელად. ამბობს, რომ უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებს, რის შემდეგაც საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგება. ბათუმის მერი იმასაც აღნიშნავს, რომ იგი თავად გადაწყვეტს რომელი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში დაჯდეს სასაუბროდ. გიორგი ერმაკოვს უფლებამოსილება დაახლოებით ერთ თვეში ეწურება. მაუწყებელი მას საკუთარი საქმიანობის შეფასების მიზნით ღია ეთერში მონაწილეობას მეოთხე თვეა, სთავაზპბს