30, იანვარი 2017 08:17:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას მოუწოდებს ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები დროულად დააკმაყოფილოს. პარტიაში მთავრობას პრობლემის მოგვარების გზებსაც სთავაზობენ. გია აბულაძე რეგიონის ხელმძღვანელობას ურჩევს, 12 ოჯახს ბინები თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში გადაეცეთ ან მთავრობამ მათთვის ფართის შეძენა მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოახდინოს, რომლის ბიუჯეტი წელს 25 მილიონი ლარით განისაზღვრა. შეგახსენებთ, ხანძარი თამარის დასახლებაში გუშინ გაჩნდა. ამ დრომდე უსახლკაროდ 12 ოჯახია დარჩენილი. ისინი მერიამ დროებით ქირით გაიყვანა.