12, ოქტომბერი 2017 14:03:00
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი პროგრამა გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში მოაგვარებს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა აქცენტი ყოფითი პრობლემების გადაჭრაზე გააკეთა. სატრანსპორტო სისტემისა და მუნიციპალური სერვისების მოწესრიგება, კეთილმოწყობითი სამუშაოების გაგრძელება, დასაქმების ხელშეწყობა, ქალაქის განვითარების გეგმა, ესტაკადის მშენებლობა- ეს ის საკითხებია, რომლებიც კომახიძემ შეხვედრაზე განიხილა. მერობის კანდიდატს კითხვები საკადრო ცვლილებებსა და მაღალსართულიან კორპუსებში პარკირების ადგილების გამოყოფის საკითხებზე დაუსვეს.