12, ოქტომბერი 2017 17:01:00
„ის საქართველოა, რომელსაც ვმღერი“- წიგნის პრეზენტაცია ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა. შვედ პოეტსა და პროზაიკოს რიმა მარკოვას კრებულში საქართველოში მოგზაურობისას შექმნილი განცდები და შთაბეჭდილებებია თავმოყრილი. მსმენელმა დღეს მარკოვას ლექსები 3 ენაზე: ქართულად, რუსულად და შვედურად მოისმინა. ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზებით ჩატარდა.